Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კირსტენ ნილსენი: რუსეთი ამერიკელებში განხეთქილებას თესავს


აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამინისტროს ცნობით, ქვეყნის დაზვერვის თანამშრომლებს ხელთ აქვთ ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს რუსეთის დაჟინებულ მცდელობას გამოიყენოს სოციალური მედია და სხვა რესურსი ამერიკელ ხალხში განხეთქილების შესატანად. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მინისტრმა კირსტენ ნილსენმა ამის თაობაზე 14 ივლისს, ფილდადელფიაში ისაუბრა. ამასთან მან დასძინა, რომ რუსეთის ეს ძალისხმევა „აუცილებლად არ არის კონცენტრირებული კონკრეტულ პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ კამპანიებზე“. ნილსენი აცხადებს, რომ არ არსებობს არავითარი ნიშანი იმისა, რომ რუსეთს მიზანში ჰყავდეს ამოღებული აშშ-ის წლევანდელი შუალედური არჩვენები იმავე მასშტაბით და მოცულობით, რომლითაც იგი ჩაერია 2016 წლის პრეზიდენტის არჩევნებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG