Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-რუსეთის სამიტის წინ ჰელსინკიში საპროტესტო აქცია გაიმართა


რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების 16 ივლისს დაგეგმილი სამიტის წინ, ფინეთის დედაქალაქში 15 ივლისს ათასობით ადამიანი გამოვიდა საპროტესტო აქციაზე. დემონსტრაციის მონაწილეებს ხელთ ეპყრათ ტრამპისა და პუტინის საწინააღმდეგო ტრანსპარანტები და სკანდირებდნენ: „ჰელსინკი მშვიდობისათვის“, „ჰელსინკი სიმართლისათვის“.დემონსტრანტები გმობდნენ რუსეთში გამეფებულ არატოლერანტობას და მედიის თავისუფლების ხელყოფას. საპროტესტო აქციაზე მოითხოვდნენ ასევე საპატიმროდან უკრაინელი კინორეჟისორის, ოლეგ სენცოვის გათავისუფლებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG