Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“პუსი რაიოტმა” მოედანზე შეჭრით გააპროტესტა რუსეთის პოლიტიკა


მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე მოედანზე შეჭრა მოახერხა რამდენიმე პირმა, რომლებსაც სწრაფად დაატოვებინეს მინდორი.

სტადიონზე შეჭრაზე პასუხისმგებლობა აიღო ცნობილმა პანკ-ჯგუფმა “პუსი რაიოტმა” (Pussy Riot). ჯგუფის წევრებმა ასე გააპროტესტეს რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობა, მათ შორის, უკრაინელი რეჟისორის, ოლეგ სენცოვის უკანონო პატიმრობა, აქციების დროს ხალხის მასობრივი დაკავება და რუსეთის პოლიტიკური ცხოვრებიდან კონკურენციის გაქრობა.

“პუსი რაიოტის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თამაშის დროს სტრადიონზე შეიჭრა პოლიციის ფორმაში გამოწყობილი ჯგუფის ოთხი წევრი. “პუსი რაიოტმა” აქციის შესახებ დაწერა ტვიტერსა და ფეისბუკზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG