Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტყიბულში მაღაროელები დაიღუპნენ


წინასწარი ინფორმაციით, 4 მაღაროელი დაიღუპა და 6 დაშავდა ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში. ინფორმაცია რადიო თავსუფლებას დაუდასტურა ტყიბულის შახტის პროფკავშირის წევრმა, გაგა ისაკაძემ. მისი თქმით, შახტში სავარაუდოდ, აფეთქება მოხდა.

წელს, მინდელის შახტში უკვე მეორე ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. 5 აპრილს დაიღუპა 6 და დაშავდა სამი ადამიანი. ამ ტრაგედიის მიზეზად შახტის მმართველმა კომპანიამ, „საქნახშირმა“ ე.წ. სამთო დარტყმა დაასახელა. ამასთან, საქართველოს პროფკავშირების მიერ მიწვეული უცხოელი ექსპერტების მიერ 21 ივნისს გამოქვეყნებული დასკვნით, „ხუთ აპრილს მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზები არ უნდა ვეძებოთ სამთო დარტყმასა და სხვა ბუნებრივ მოვლენებში, არამედ უფრო მეტად იკვეთება ადამიანური გადაცდომის შესაძლებლობები ნახშირმოპოვებითი უბნის მომზადების, სავენტილაციო და შრომის უსაფრთხოების სისტემის გამართვის, შრომის ორგანიზების, საამფეთქებლო სამუშაოების წარმოების და სხვა პროცესებში.“

XS
SM
MD
LG