Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ბახტაძე: მიღებულია ტყიბულის შახტის დახურვის გადაწყვეტილება


მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სამძიმარი და თანადგომა გამოუცხადა ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დაღუპულთა ოჯახებს. ბახტაძის განცხადებით, სახელმწიფო ვერ დაუშვებს მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაუცველობას, ამიტომ მიღებულია შახტის დახურვის გადაწყვეტილება. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, შახტი მუშაობას არ განაახლებს, სანამ არ დასრულდება როგორც სისხლისსამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, თუმცა, შახტში დასაქმებულები ამ პერიოდში ხელფასს მიიღებენ. მამუკა ბახტაძის განცხადებითვე, მიმდინარეობს გამოძიება და ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით. დღეს გამთენიისას მინდელის სახელობის შახტში დაიღუპა 4 სამთო ოსტატი და 6 დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედია მეთანის აფეთქებამ გამოიწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG