Accessibility links

წელს საქართველოში ზღვასა და მდინარეებში 21 ადამიანი დაიხრჩო


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 1 მაისიდან 25 ივნისამდე საქართველოში, ზღვასა და მდინარეებში 21 ადამიანი დაიხრჩო.

სამოქალაქო აქტივისტის ანა დოლიძის, "ადამიანის უფლებათა ცენტრის," "კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის" და "პროგრესის ცენტრის" ინიციატივით, 16 ივლისიდან იწყება კამპანია „იცურე მშვიდად“. აღსანიშნავია, რომ ამ პრობლემის მოგვარებას "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი უკვე ერთი წელია ითხოვს, მას შემდეგ რაც თბილისის ზღვაზე მისი შვილი ცოტნე ცქიტიშვილი დაიღუპა.

კამპანის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ წყლის ობიექტებზე მოწყობილია კუსტარული რეკრეაციული ზონები, სადაც მაშველები არ არიან. განსაკუთრებული საფრთხის შემცველია ადგილები, სადაც ბანაობა აკრძალულია, მაგრამ სახელმწიფოს და კერძო კომპანიებს ტერიტორიები არა აქვთ დაცული კაპიტალური ბარიერებით და ხშირად ამ ტერიტორიებზე არც გამაფრთხილებელი აბრებია გაკრული.

21 დამხრჩვალი ორ თვეში
please wait

No media source currently available

0:00 0:00:21 0:00

კამპანია „იცურე მშვიდად“ მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად გადადგას კონკრეტული ნაბიჯები საკანონმდებლო ბაზის დახვეწისა და წყლის ობიექტებზე მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG