Accessibility links

შალვა თადუმაძე მთავარი პროკურორი გახდა


შალვა თადუმაძე

101 ხმით 2-ის წინააღმდეგ - კენჭისყრის ასეთი შედეგით დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა ახალი მთავარი პროკურორი. ეს პოსტი დაიკავა შალვა თადუმაძემ, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, რომელიც წარსულში საადვოკატო მომსახურებას უწევდა ბიძინა ივანიშვილს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება შალვა თადუმაძეს ღირსეულ, პოსტისთვის აბსოლუტურად შესაბამის კანდიდატურად თვლის. ხოლო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ შალვა თადუმაძე ვერ შეძლებს და არც ეცდება, იყოს დამოუკიდებელი და აღადგინოს საზოგადოების ნდობა პროკურატურის მიმართ. როგორც თადუმაძემ განაცხადა 16 ივლისს, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტში გამოსვლისას, პროკურატურას აქვს ძალიან დაბალი ნდობის ხარისხი და საზოგადოებას აქვს სამართლიანობის აღდგენის არაადეკვატურად მაღალი მოლოდინი.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG