Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰელსინკიში დაიწყო დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა


2018 წლის 16 ივლისი, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ჰელსინკი
2018 წლის 16 ივლისი, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ჰელსინკი

ჰელსინკიში იმართება აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა. პირისპირ საუბრის დაწყებამდე ტრამპმა გამოთქვა რწმენა, რომ აშშ-სა და რუსეთს ექნებათ „განსაკუთრებული ურთიერთობა“ და რომ „რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება არის კარგი და არა ცუდი“. სამიტი არის პუტინთან ტრამპის პირველი შეხვედრა პრეზიდენტის რანგში. პირისპირ საუბრის დაწყებამდე ტრამპს არ უხსენებია ომი სირიაში, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია, ან აშშ-ის 2016 წლის საარჩევნო კამპანიაში რუსეთის სავარაუდო ჩარევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG