Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გაასაჩივრა მისთვის მისჯილი პატიმრობა


პაკისტანში დაკავებულმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ნავაზ შარიფმა, გაასაჩივრა მისთვის მისჯილი 10-წლიანი პატიმრობა. ეს ნაბიჯი მან გადადგა 25 ივლისის არჩევნებთან დაკავშირებით პაკისტანში დაბრუნებიდან სულ რამდენიმე დღეში. შარიფსა და მის ქალიშვილს, მარიამს, 6 ივლისს დაუსწრებლად გამოუტანეს განაჩენი კორუფციაში ბრალდების საფუძველზე და ორივე დააკავეს 13 ივლისს, უცხოეთიდან პაკისტანში, ქალაქ ლაჰორში ჩასვლის შემდეგ. თუ მოსამართლე კანონიერად ჩათვლის შარიფის საჩივარს, ის შესაძლოა თავდებით გამოუშვან საქმის ხელახლა განხილვის მოლოდინში.

XS
SM
MD
LG