Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტს შესაძლებლად მიაჩნია სამშვიდობო მოლაპარაკებაზე თალიბანის დათანხმება


ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი შესაძლებლად მიიჩნევს სამშვიდობო პროცესზე თალიბანის დაყოლიებას მიუხედავად თალიბანის უარისა, მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას. ქაბულში რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ღანიმ განაცხადა, რომ თალიბანის უარყოფითი პოზიცია სამშვიდობო პროცესისადმი არ არის მისი „სრული უარყოფა“. „ისეა, როგორც ქალს ცოლობას რომ სთხოვ და პატარძლის ოჯახი რამდენჯერმე უარს გეუბნება“, თქვა ღანიმ და დასძინა - რეალურად, ალბათ დადებით პასუხს მივიღებთო. მიმდინარე თვეში თალიბანმა გამოაცხადა, რომ არ აპირებს ქაბულის მთავრობასთან მოლაპარაკებას მას შემდეგ, რაც ორ მხარეს შორის პირველად გამოცხადდა ზავი ისლამურ დღესასწაულთან დაკავშირებით და ჩაისახა ჩიხში შესული სამშვიდობო მოლაპარაკების განახლების იმედი. აშრაფ ღანიმ გააკეთა განცხადება ზავის დასრულების შესახებ და ამავე დროს თალიბანს მოუწოდა მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისაკენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG