Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი სამიტის „ძალიან კარგ დასაწყისად“ მიიჩნევს პუტინთან პირისპირ შეხვედრას


2018 წლის 16 ივლისი: აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ჰელსინკიში
2018 წლის 16 ივლისი: აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ჰელსინკიში

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეფასებით, რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან მისი პირისპირ შეხვედრა იყო სამიტის „ძალიან კარგი დასაწყისი“. ჰელსინკიში ორი ლიდერის პირისპირ საუბარმა ორ საათზე მეტხანს გასტანა, არადა, გეგმით საათნახევარი უნდა გაგრძელებულიყო. ტრამპი მოკლედ შეეხო ამ შეხვედრას, როცა ის და პუტინი დელეგაციების წევრებთან ერთად მიუსხდნენ სადილისათვის გაწყობილ მაგიდას. სამიტს ჰელსინკი მასპინძლობს. ორივე ლიდერს ნათქვამი აქვს, რომ სურთ ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობის გაუმჯობესება. დაძაბულობის მიზეზებს შორის არის რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერა, ისევე როგორც ომი სირიაში და რუსეთის სავარაუდო ჩარევა აშშ-ში 2016 წლის საარჩევნო კამპანიაში.

XS
SM
MD
LG