Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი: წამოვჭერი საარჩევნო კამპანიაში კრემლის სავარაუდო ჩარევის საკითხი


აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, მან „პირდაპირ“ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან წამოჭრა 2016 წლის საარჩევნო კამპანიაში კრემლის სავარაუდო ჩარევის საკითხი. დიდი დრო დავუთმეთ ამ თემაზე საუბარსო, დასძინა ტრამპმა. ჰელსინკიში შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, აშშ-ის ლიდერმა დაიცვა პუტინთან შეხვედრის ფაქტი, თქვა, რომ დიპლომატიას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და რომ „ნაყოფიერი დიალოგი“ კარგია როგორც აშშ-თვის, ისე რუსეთისა და მთელი მსოფლიოსათვის. ტრამპის გამოსვლის დაწყებამდე, პუტინმა „ძალიან წარმატებული და სასარგებლო“ უწოდა ორმხრივ შეხვედრას. პუტინის თქმით, მათი მოლაპარაკება ასახავს ურთიერთნდობის აღდგენის სურვილს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG