ბარსელონაში წყალბურთში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო და ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა ჩაატარა საქართველოს ნაკრებმა. რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილი გუნდი ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებს - უნგრეთს დაუპირისპირდა და სამი მეოთხედი ღირსეული წინააღმდეგობაც გაუწია. ბოლო პერიოდში კი ქართველ წყალბურთელებს ძალა აღარ ეყოთ და თამაში შვიდქულიანი სხვაობით წააგეს - 5:12. ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები კიდევ ორ შეხვედრას ჩაატარებს. 18 ივლისს გერმანიას შეხვდება, 20 ივლისს - იტალიას.
ყველაზე პოპულარული
1
დაწერეთ კომენტარი