Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოგერინი: აშკარაა პროგრესი „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ექვსივე წევრთან ურთიერთობაში


ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი ფედერიკა მოგერინი ხედავს აშკარა პროგრესს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ექვსივე წევრთან ურთიერთობაში. ეს განცხადება მან გააკეთა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის შემდეგ.

ფედერიკა მოგერინი აღმოსავლეთის პარტნიორობის შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:00:16 0:00

„ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი დღე იმის დასადასტურებლად, რაც დღეს ძალიან ხაზგასმით აღნიშნა ყველა მინისტრმა: ეს არის ევროკავშირის მტკიცე,კონსოლიდირებული პოზიცია ჩვენი ყველა აღმოსავლელი პარტნიორების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შესახებ“, განაცხადა მოგერინიმ. მისივე თქმით, 15 ოქტომბერს გაიმართება ევროკავშირის წარმომადგენლების შეხვედრა მინისტრებთან „აღმოსავლეთის პარტნორობის“ წევრი ექვსივე ქვეყნიდან. მოგერინის განმარტებით, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს შარშან ნოემბერში „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტის შემდეგ გაწეული სამუშაო ოქტომბრის მინისტერიალის მოსამზადებლად. ევროკავშირის "აღმოსავლეთის პარტნიორობის" პროგრამაში მონაწილეობს ექვსი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა: საქართველო, სომხეთი, უკრაინა, მოლდავეთი, აზერბაიჯანი და ბელორუსია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG