Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცველები გმობენ ტაჯიკი ჟურნალისტისათვის მრავალწლიანი პატიმრობის მისჯას


ჟურნალისტთა უფლებების დამცველმა ორმა ორგანიზაციამ დაგმო ტაჯიკი ჟურნალისტისათვის 12 წლით პატიმრობის მისჯა და მოითხოვა მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება, რადგან პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს ჟურნალისტის გასამართლებას, თითქოსდა, ფინანსური დანაშაულებისთვის. პარიზში დაფუძნებულმა „რეპორტიორებმა უსაზღვრებოდ“ და ტაჯიკეთის დამოუკიდებელი მასმედიის ეროვნულმა ასოციაციამ 16 ივლისსს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნეს, რომ მირსაიდოვის განაჩენი არის „უკიდურესად მძიმე საფრთხე ტაჯიკეთში პრესის თავისუფლებისათვის“. ტაჯიკეთის სასამართლომ 11 ივლისს შეუფარდა სასჯელი მირსაიდოვს, რომელიც დამნაშავედ ცნო სახელმწიფო სახსრების გაფლანგვასა და პოლიციისათვის არასწორი ჩვენების მიცემაში. 39 წლის მირსაიდოვის აზრით, მისი გასამართლება არის ანგარიშსწორება მთავრობაში კორუფციის კრიტიკული გაშუქებისათვის. მირსაიდოვი დააკავეს 2017 წლის დეკემბერში - ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც გამოაქვეყნა ღია წერილი, რომელშიც კორუფციაში ამხელდა ჩრდილოეთ ტაჯიკეთის სუღდის პროვინციის მთავრობის წევრებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG