Accessibility links

20 კაცი ემსხვერპლა თვითმკვლელის თავდასხმას ავღანეთში


20 კაცი, მათ შორის თალიბანის ადგილობრივი დაჯგუფების ლიდერი, ემსხვერპლა თვითმკვლელი მოიერიშის მიერ მოწყობილ აფეთქებას ჩრდილოეთ ავღანეთში. სარ-ე პულის პროვინციის პოლიციის ხელმძღვანელის, აბდულა ყაუმ ბაზიქზოის ინფორმაციით, თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ადგილობრივი სოფლის უხუცესები თალიბების ხელმძღვანელებს ხვდებოდნენ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. ჩრდილოეთ ავღანეთში გავლენის მოსაპოვებლად დღემდე ებრძვიან ერთმანეთს ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ და თალიბანი. 17 ივლისს აფეთქება მოხდა ერთ-ერთ მეჩეთში, გარდაცვლილის დაკრძალვის დროს.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG