Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავარი პროკურატურა ადასტურებს ყოფილი მინისტრების გამოკითხვის ფაქტს


მთავარი პროკურატურა
მთავარი პროკურატურა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოკითხეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრები, ზურაბ ალავიძე და დიმიტრი ქუმსიშვილი. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს ამ ორი სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე. პროკურატურის განცხადებით, ქუმსიშვილი და ალავიძე სწორედ ამ საქმის ფარგლებში გამოიკითხნენ, გამოძიება გრძელდება და საზოგადოებას მისი შედეგები ეცნობება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG