Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ეუთოს მისია შეშფოთებულია ცნობებით, რომ რუსეთის დაზვერვამ მოიპოვა მისი დოკუმენტები


რუსეთის დაზვერვამ მოიპოვა აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტზე დამკვირვებელი საერთაშორისო ჯგუფის შიდა დოკუმენტები, მათ შორის ასამდე თანამშრომლის პირადი მონაცემების შემცველი დოსიეები - იუწყება გერმანიის ტელევიზია ARD და დასძენს, რომ გაჟონვა ჯაშუშის, სავარაუდოდ ერთ-ერთი თანამშრომლის ხელით მოხდა. 16 ივლისს ნაჩვენებ სიუჟეტში ითქვა, რომ მონაცემებს ახლა რუსეთის ეფესბე ფლობს. უკრაინაში ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 16 ივლისს შეშფოთება გამოთქვა ამ ინფორმაციის გამო - "მისია შეშფოთებულია ცნობებით მისი უსაფრთხოების შესაძლო დარღვევის შესახებ და აპირებს სრულად, პროცედურებთან შესაბამისად შეისწავლოს გავრცელებული ინფორმაცია", ვკითხულობთ განცხადებაში. რადიო თავისუფლება ეუთოს მისიას იმეილითაც დაუკავშირდა, თუმცა მისიამ დამატებით კომენტარზე უარი თქვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG