Accessibility links

ბარაკ ობამა გამოდის გაფრთხილებით "შიშის პოლიტიკის" შესახებ


აშშ-ის ექსპრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ მაღალი რანგის პირველ გამოსვლაში ისაუბრა პოლიტიკოსებზე, რომლებიც აწარმოებენ "შიშის, სიძულვილის, ხელმომჭირნეობის პოლიტიკას" და თქვა, რომ ამჟამად ისეთი სისწრაფით ძლიერდებიან, რისი წარმოდგენაც შეუძლებელი იქნებოდა რამდენიმე წლის წინ. ობამა ამ განცხადებებით გამოვიდა 17 ივლისს, სამხრეთ აფრიკაში, ყოფილი პრეზიდენტის და აპარტეიდთან მებრძოლის, აწ გარდაცვლილი ნელსონ მანდელას მეასე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე. ობამამ ხალხს მოუწოდა პატივი სცენ ადამიანის უფლებებს და სხვა ღირებულებებს, რომლებიც, მისი თქმით, დარტყმის ქვეშაა. მას პირდაპირ არ უხსენებია თავისი შემცვლელი, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, თუმცა ობამას გამოსვლა ტრამპის პოლიტიკის კრიტიკას შეიცავდა. ობამას თქმით, მსოფლიო "უცნაური და მერყევი" დროების წინაშეა, რომელშიც "ძალაუფლებაში მყოფები ძირს უთხრიან ყველა ინსტიტუტს ... რომელიც დემოკრატიას ანიჭებს მნიშვნელობას". ობამამ გააკრიტიკა ე.წ. "ძლიერი ხელის" პოლიტიკა და იქვე განაცხადა - "უსაფუძვლო განგაშს არ ვტეხ. უბრალოდ ფაქტებს გიამბობთ. გაიხედ-გამოიხედეთ გარშემო".

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG