Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიამ და ევროკავშირმა გააფორმეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება


იაპონიამ და ევროკავშირმა გააფორმეს თავისუფალი ვაჭრობის ფართომასშტაბიანი ხელშეკრულება, რომელიც, იმედოვნებენ, რომ წინააღმდეგობას გაუწევს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ვაჭრობის სფეროში გატარებულ პროტექციონისტულ ზომებს. ხელშეკრულება, რომელსაც 17 ივლისს ტოკიოში მოეწერა ხელი, წარმოადგენს ყველაზე მასშტაბურ შეთანხმებას რაც კი ევროკავშირს გაუფორმებია და ქმნის მსოფლიოს უდიდეს ღია ეკონომიკურ სივრცეს, რომელშიც მოხსნილია გადასახადები პროდუქციის ფართო სპექტრზე - ფრანგული ყველიდან იაპონურ მანქანებამდე. ხელშეკრულების ფონია შეშფოთება, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის მიმდინარე სავაჭრო ომმა შესაძლოა გლობალურ ეკონომიკაში შეამციროს თავისუფალი ვაჭრობის წილი. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, შინზო აბემ, ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა. იაპონიასა და ევროკავშირზე მოდის გლობალური მშპ-ის დაახლოებით მესამედი.

XS
SM
MD
LG