Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ალავიძე: კითხვები ჩემს მინისტრობამდე პერიოდს შეეხებოდა


ზურაბ ალავიძე
ზურაბ ალავიძე

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ალავიძის განცხადებით, პროკურატურაში მის მიმართ დასმული შეკითხვები შეეხებოდა თანამდებობაზე დანიშვნამდე და შემდგომ პერიოდში ტენდერებში გამარჯვებულად გამოვლენილ კომპანიებს და შესყიდვებს. მოკლე წერილობითი განცხადება ალავიძემ მას შემდეგ გაავცრელა, რაც ცნობილი გახდა, რომ ის და დიმიტრი ქუმსიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე იყვნენ დაბარებულები.

პროკურატურის ცნობით, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე.

XS
SM
MD
LG