Accessibility links

მამუკა ბახტაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა


მამუკა ბახტაძე

იწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ვიზიტი ბრიუსელში. 18 ივლისს გაიმართება მამუკა ბახტაძის და ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრა, რომლის დასრულების შემდეგ მხარეები პრესისთვის განცხადებებს გააკეთებენ. 19 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეს, დონალდ ტუსკს. ბრიუსელში ორდღიანი სამუშაო ვიზიტისას მამუკა ბახტაძე შეხვედრებს გამართავს ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან, დიდიე რეინდერსთან, ევროკომისართან ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანთან, ევროკომისართან ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომთან და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროკომისართან ევროპული და სოციალური დიალოგის საკითხებში ვალდის დომბროვსკისთან. საქართველოს სამთავრობო დელეგაციაში არიან საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, დავით ზალკალიანი და ლევან იზორია.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG