Accessibility links

ჩეჩენი ადამიანის უფლებების აქტივისტის პოლიტიკურად დამუხტული სასამართლო პროცესი რთულად დაიწყო


ოიუბ ტიტიევი

ჩეჩენი ადამიანის უფლებების აქტივისტის პოლიტიკურად დამუხტული სასამართლო პროცესი რთულად დაიწყო. ბრალდებულ ოიუბ ტიტიევის ადვოკატი, ილია ნოვიკოვი, არ გამოცხადდა პროცესის პირველ დღეს. როგორც დაცვის გუნდმა განაცხადა, ნოვიკოვის თქმით, ის ფიქრობდა, რომ ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია „მემორიალის“ ჩეჩნეთის ოფისის ხელმძღვანელის, ტიტიევის მოთხოვნა, პროცესი ჩეჩნეთის ფარგლებს გარეთ ჩატარებულიყო, ჯერ კიდევ განხილვის პროცესში იყო. სასამართლო სხდომის დაწყებიდან ცოტა ხანში შალის რაიონულმა სასამართლომ 19 ივლისამდე შეწყვიტა ტიტიევის საქმე. ტიტიევი პატიმრობაში იმყოფება იანვრის შემდეგ. პოლიციამ განაცხადა, რომ მას მანქანაში მარიხუანა უპოვეს. რუსეთისა და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის ფართოდაა გავრცელებული მოსაზრება, რომ ტიტიევი დააპატიმრეს ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევების გამოვლენისკენ მიმართული მისი მუშაობისთვის.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG