Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიამ კორპორაცია „გუგლი“ 4 მილიარდ ევროზე მეტით დააჯარიმა


ევროკომისიამ კორპორაცია „გუგლი“ 4 მილიარდ ევროზე მეტით დააჯარიმა ევროკავშირის ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევისთვის.

კერძოდ, ევროკომისიაში დაასკვნეს, რომ კორპორაცია უკანონო მეთოდებს იყენებდა, როცა აიძულებდა „ანდროიდის“ საოპერაციო სისტემით მომუშავე სმარტფონების მწარმოებლებს, დაეყენებინათ ისეთი სერვისები და აპლიკაციები, როგორიცა ბრაუზერი „ქრომი“.

ევროკომისიას მიაჩნია, რომ გუგლის“ მოქმედებამ შეზღუდა სხვა მობილური ბრაუზერების კონკურენცია „ქრომთან“ და ხელი შეუშალეს სხვა საოპერაციო სისტემების გაჩენას. ამის შესახებ იტყობინება სააგენტო „ბლუმბურგი“.

„გუგლი“ აცხადებს ,რომ კომისიამ არასწორი დასკვნები გამოიტანა, როცა კონკურენტებიდან გამორიცხა კომპანია „ეპლი“. „გუგლი“ ევროკომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ეს „გუგლის“ მიმართ მეორე სანქციაა. შარშან კორპორაციას დააკისრეს თითქმის 2,5 მილიარდი ევროს გადახდა იმისთვის, რომ ის საძიებო სისტემაში საკუთარ პროდუქტს, Google Shopping-ს ანიჭებდა უპირატესობას საქონლის სხვა აგრეგატორების საზიანოდ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG