Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერებრენნიკოვის თქმით, გამოძიებამ ვერ მოახერხა მისი და მისი კოლეგების ბრალეულობის დამტკიცება


„გოგოლის ცენტრის“ ხელმძღვანელი კირილ სერებრენნიკოვი აცხადებს, რომ „მეშვიდე სტუდიის“ საქმის გამოძიების მანძილზე სამართალდამცველმა ორგანოებმა ვერ მოახერხეს რეჟისორისა და მისი კოლეგების ბრალეულობის დამტკიცება. სასამართლოში, რომელმაც დღეს 22 აგვისტომდე გაუგრძელა სერებრენნიკოვს შინაპატიმრობა, მან კვლავ გაიმეორა, რომ „მეშვიდე სტუდიას“ აბსურდულ ბრალდებებს უყენებენ. მანამდე მოსკოვის სასამართლომ „გოგოლის ცენტრის“ სამხატვრო ხელმძღვანელს, რეჟისორ კირილ სერებრენნიკოვს, დააკისრა, 1 სექტემბრამდე გაეცნოს სისხლის სამართლის საქმეს. 2017 წელს სერებრენნიკოვი 68 მილიონი რუბლის (1,1 მლნ დოლარის) გაფლანგვაში ცნეს დამნაშავედ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG