Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი: მიუღებელია, როცა დიდი მეზობელი პატარას უკარნახებს, რის კეთება შეუძლია მას


ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის პრესკონფერენცია. სტოლტენბერგმა გაიმეორა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და კვლავ მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ჯარების საქართველოს სეპარატისტული რეგიონებიდან. მამუკა ბახტაძემ ისაუბრა ნატოსკენ საქართველოს სწრაფვაზე და გამოთქვა იმედი, რომ საქართველო ნატოს სრული წევრ გახდება. „გასულ კვირაში, სამიტზე, 29-ვე წევრმა დაადასტურა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ეს შეესატყვისება გადაწყვეტილებას, რომელიც 2008 წელს ჩვენს ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ“, განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა. ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის გადასაწყვეტი არაა, იქნება თუ არა საქართველო ნატოში. „როცა დიდი მეზობელი პატარას უკარნახებს, თუ რა უნდა გააკეთოს მან, ეს სრულიად მიუღებელია“, განაცხადა სტოლტენბერგმა. მისი თქმით, ნატოში საბოლოო გაწევრიანების ბედს გადაწყვეტენ ნატოს წევრი ქვეყნები და საქართველო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG