Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ დავით ჭიჭინაძე პარტიიდან ირიცხება


დავით ჭიჭინაძე
დავით ჭიჭინაძე

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მიღებული გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის შესახებ. განცხადებაში ნათქვამია, რომ უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლებითაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს. „პარტიის ყველა წევრს აქვს კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, თანაგუნდელების შეურაცხყოფა, მორალური და ეთიკური პრინციპების დარღვევა და პოლიტიკური გუნდისთვის ზიანის მიყენება სცილდება შიდაპარტიული გამოხატვის თავისუფლების ყოველგვარ ზღვარს“, ვკითხულობთ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG