Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტს შორის უთანხმოებაა პუტინის შეთავაზების გამო


თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტს შორის უთანხმოებაა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეთავაზებაზე, ნება დართოს აშშ-ის პროკურორებს, დაუკავშირდნენ 12 რუსს, რომლებიც 2016 წელს ჰაკერულ თავდასხმაში არიან ბრალდებული. სანაცვლოდ რუსეთი ითხოვს, მის პროკურორებს საშუალება მისცენ რამდენიმე ამერიკელი დაკითხონ კრემლის კრიტიკოსის, უილიამ ბრაუდერის საქმესთან დაკავშირებით. 18 ივლისს თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ის ფიქრობს ტრამპთან ჰელსინკიში გამართული სამიტისას გაკეთებულ პუტინის მიერ გაკეთებულ შეთავაზებაზე. მაგრამ სახელმწიფო დეპარტამენტი და გამოძიების ფედერალური ბიურო ეწინააღმდეგებიან რუსეთის წინადადებას. სახელმწიფო დეპარტამენტმა მას „სრულიად აბსურდული“ უწოდა. რუსეთი ბრიტანელ ფინანსისტ უილიამ ბრაუდერს ბრალად სდებს რუსეთიდან 1,5 მილიარდი დოლარის უკანონოდ გატანაში გადასახადების გადაუხდელად. მოსკოვის ციხეში 2009 წელს ადვოკატ სერგეი მაგნიტსკის გარდაცვალების შემდეგ, ბრაუდერმა, რომელიც მაგნიტსკისთან თანამშრომლობდა, მიაღწია დასავლეთის რამდენიმე ქვეყანაში „მაგნიტსკის სიის“ მიღებას, რაც რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების შემოღებას გულისხმობს. 17 ივლისს ბრაუდერმა ტვიტერში და ჟურნალ „ტაიმში“ დაწერა, რომ პუტინს სურს მისი დაკავება და მზადაა, სანაცვლოდ აშშ-ის სამართალდამცველებს მისცეს წვდომა რუსეთის დაზვერვის სამსახურის 12 აგენტზე, რომელთაც ამერიკაში გასულ კვირაში წაუყენეს 2016 წლის საარჩევნო კამპანიაში ჩარევის ბრალდება. ბრაუდერი აღნიშნავს, რომ უკვე 10 წელია უწევს ბრძოლა იმისათვის, რომ პუტინის რეჟიმმა არ მოკლას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG