Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტყიბულელ მეშახტეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ


ტყიბულში მიმდინარეობს მეშახტეთა აქცია, რომელშიც გაერთიანებული პროფკავშირის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. მეშახტეები მოითხოვენ, ოფიციალური დოკუმენტის სახე მიიღოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ შახტის მუშაობის შეჩერების მიუხედავად, მუშები ხელფასს მიიღებენ. მეშახტეები მოითხოვენ მინდელის სახელობის შახტში 16 ივლისს მომხდარი უბედური შემთხვევის გამოძების შემდეგ საწარმოო პროცესის აღდგენასაც და უსაფრთხო პირობებში მუშაობას. გარდა ამისა, მეშახტეები კომპანია „საქნახშირისგან“ მოითხოვენ სამსახურიდან დაითხოვოს ადმინისტრაციის ხემძღვანელები, რადგან სწორედ მათ აკისრებენ პასუხისმგებლობას მინდელის სახელობის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევების გამო.

16 ივლისს შახტში დაიღუპა 4 და დაშავდა 6 ადამიანი, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა. გამოძიების წინასწარი ვერსიით, ტრაგედია მეთანის აფეთქებამ გამოიწვია. პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 16 ივლისს განაცხადა, რომ შახტი მუშაობას არ განაახლებს, სანამ არ დასრულდება როგორც სისხლისსამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური, საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, თუმცა, შახტში დასაქმებულები ამ პერიოდში ხელფასს მიიღებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG