Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილი მაღალჩინოსანი ცხინვალის საპატიმროში შიმშილობს


აქცია გიორგი კაბისოვის მხარდასაჭერად
აქცია გიორგი კაბისოვის მხარდასაჭერად

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის კავშირგაბმულობის, ინფორმაციის და კომუნიკაციების სახელმწიფო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი კაბისოვის ოჯახი ადგილობრივ საგამოძიებო სტრუქტურებს ადანაშაულებს კაბისოვის უფლებების დარღვევაში. გიორგი კაბისოვი, რომელიც 2017 წლის ნოემბერში დააკავეს, ერთი კვირაა შიმშილობს ცხინვალის იზოლატორში. მას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, იარაღის უკანონოდ შენახვა, დოკუმენტების გაყალბება და დანაშაულებრივი გზით ქონების მოპოვება. ყოფილი მაღალჩინოსანი მისთვის წაყენებულ ბრალს კატეგორიულად უარყოფს და თავს ხელისუფლების მძევლად მიიჩნევს. გამოძიება კაბისოვის დანაშაულის დამტკიცებას ვერ ახერხებს, რის გამოც სასამართლო ყოველ ორ თვეში ერთხელ უგრძელებს წინასწარი პატიმრობის ვადას. ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი კაბისოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.

„ყველა დუმს, ყველას ეშინია, თითქოს ჟორიკა არც არსებობდა“ - განუცხადა „ეხო კავკაზას“ კაბისოვის ცოლმა, ზარინა კაბისოვამ. პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო დაკავებულის დამ, ანა კაბისოვამაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG