Accessibility links

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ პირველი წაკითხვით დაამტკიცა საპენსიო ასაკის გაზრდის კანონპროექტი


რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ პირველი მოსმენით დაამტკიცა სადავო კანონპროექტი საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ საპრტესტო გამოსვლების ფონზე. 19 ივლისს 327 რუსი კანონმდებელი მიემხრო კანონს, 102 იყო წინააღმდეგი, თავი ერთმა შეიკავა. სათათბიროს შენობის წინ საპროტესტო აქციაში 200 კაცი მონაწილეობდა. რუსეთის მთავრობის მიერ შეთავაზებული კანონპროექტს თანახმად, საპენსიო ასაკის გაზრდის წესი თანდათანობითი ამოქმედდება და დაიწყება გაისად. კანონპროექტის თანახმად, 2028 წლისთვის კაცების საპენსიო ასაკი გაიზრდება 65 წლის ასაკამდე, ხოლო ქალებისა 2034 წლისთვის 63 წლის ასაკამდე. ახლა მოქმედი კანონით, საპენსიო ასაკი განსაზღვრულია შესაბამისად 60 და 55 წლით. კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტს გამოთქვამენ პარტია „რუსეთის კომუნისტების“ ლიდერი, მაკსიმ სურაიკინი, ასევე უფრო დიდი, „კომუნისტური პარტიის“, ლიდერი, გენადი ზიუგანოვი, ოპოზიციური „იაბლოკოს“ პარტიის წამყვანი წევრი სერგეი მიტროხინი და „მემარცხენე ფრონტის“ თავმჯდომარე სერგეი უდალცოვი. თუ სათათბირო ორზე მეტი წაკითხვით დაამტკიცებს და მასთან ერთად ფედერაციის საბჭო კენჭს უყრის კანონპროექტს, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხელს მოაწერს დოკუმენტს. გასულ კვირებში კანონპროექტის წინააღმდეგ გამოსვლები იყო მთელ რუსეთში. პირველი ივლისისთვის 2,8 მილიონმა ადამიანმა რეფორმის საპირისპირო პეტიციას მოაწერა ხელი.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG