Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩერნოგორიამ ტრამპის თავდასხმას უპასუხა, „ჩვენი ისტორიით ვამაყობთო“


ჩერნოგორიის მთავრობამ მშვიდობის საქმეში თავისი წვლილი დაიცვა და უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიტყვიერ თავდასხმას. ტრამპმა ამ კვირაში თქვა, რომ ბალკანეთის პატარა სახელმწიფოს „აგრესიულ“ ხალხს შეეძლებოდა „მესამე მსოფლიო ომის“ დაწყებას შეუწყოს ხელიო. 19 ივლისის განცხადებაში ჩერნოგორიის მთავრობა წერსს: „ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ისტორიით, ჩვენი მეგობრობა და ალიანსი აშშ-თან მტკიცეა და მუდმივი“. „ჩერნოგორია პირველი ქვეყანა იყო ევროპაში, რომელიც წინ აღუდგა ფაშიზმს და დღეს, როგორც ნატოს ახალი წევრი და ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატი, თავის წვლილს შეიტანს არა მხოლოდ ევროპის კონტინენტის მშვიდობასა და სტაბილურობაში, არამედ ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად - ავღანეთში, წაიკითხავთ განცხადებაში. მასში ნათქვამია ასევე, რომ მაშინ, როცა ჩერნოგორია სხვა ქვეყნებთან მეგობრულ ურთიერთობას ესწრაფვის, იგი მზად არის მამაცურად დაიცვას საკუთარი ეროვნული ინტერესები. „დღევანდელ მსოფლიოში მთავარი არაა, რამდენად მცირე ხარ თუ დიდი, მთავარია, რამდენად აფასებ თავისუფლების, სოლიდარობის და დემოკრატიის ფასეულობებს. ამდენად, ჩერნოგორიის მეგობრობა და ალიანსი აშშ-თან მტკიცეა და მუდმივი“, ვკითხულობთ ჩერნოგორიის მთავრობის განცხადებაში. 17 ივლისს „ფოქს ნიუსის“ ეთერში გადაცემულ ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ ჩერნოგორიელები ძლიერები არიან, „ძალიან აგრესიული“ ხალხია და გამოთქვა სავარაუდო შიში, რომ ნატოს უახლესმა წევრებმა ალიანსი შეიძლება მესამე მსოფლიო ომში ჩაითრიონ. ტრამპმა აღიარა, რომ ნატოს წესდების მეხუთე პარაგრაფის თანახმად, რომელიც კოლექტიურ თავდაცვას გულისხმობს, ნატოს მოუწევს ჩერნოგორიის დაცვა, თუკი მას თავს დაესხმებიან რადგან „ეს ასეა დადგენილი“. ჩერნოგორია ნატოს 29-ე წევრი გახდა შარშან ივნისში რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG