Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება რუმინეთსა და ბულგარეთში მაუწყებლობას იწყებს


რადიო თავისუფალმა ევროპა/რადიო თავისუფლებამ განაცხადა, რომ გეგმავს დეკემბრიდან მაუწყებლობა დაიწყოს რუმინეთიდან და ბულგარეთიდან. ამის მიზეზია მზარდი შეშფოთება ორ, ნატოს და ევროკავშირის წევრ ქვეყანაში დემოკრატიული მიღწევებიდან შემობრუნების და კანონის უზენაესობასა და მართლმსაჯულებაზე თავდასხმების გამო. ახალი ამბების ახალი სამსახურები, რომლებსაც აშშ-ის კონგრესი აფინანსებს, ამოქმედდებიან დეკემბრის თვიდან. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა, ტომას კენტმა, 18 ივლისს იმედი გამოთქვა, რომ მაუწყებლობის დაწყება დაეხმარება პრესის თავისუფლების, დემოკრატიული ფასეულობების და ინტიტუტებისთვის ხელის შეწყობის და დასავლურ ორგანიზაციებში, მათ შორის, ნატოსა და ევროკავშირში ორივე ქვეყნის ადგილების თაობაზე საინფორმაციო დისკუსიების ზრდას. რუმინეთში რადიო თავისუფლებამ მაუწყებლობა 2008 წელს შეწყვიტა, ხოლო ბულგარეთში - 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG