Accessibility links

თეთრი სახლი: პუტინი ვაშინგტონშია მიწვეული შემოდგომის სამიტზე


თეთრი სახლის პრესმდივანმა, სარა სანდერსმა ტვიტერით გაავრცელა ცნობა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიციალურ პირებს დაავალა შემოდგომაზე ვაშინგტონში მიიწვიოს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი. "პრეზიდენტმა ტრამპმა [ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს, ჯონ ბოლტონს] სთხოვა პრეზიდენტი პუტინი შემოდგომაზე ვაშინგტონში დაპატიჟოს და ამის თაობაზე უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება" - წერს სანდერსი 19 ივლისს. მანამდე ტრამპმა "დიდი წარმატება" უწოდა ახლახან გამართულ მის სამიტს პუტინთან და დასძინა, რომ მოუთმენლად ელის "მეორე შეხვედრას" საიმისოდ, რომ განხორციელდეს ჰელსინკიში განხილული იდეები. ტვიტერით გავრცელებულ მესიჯებში ტრამპმა 19 ივლისს გააკრიტიკა მედია, სამიტის მისი აზრით უარყოფითად გაშუქების გამო. "რუსეთთან სამიტი ძალიან წარმატებული იყო, ოღონდ არა ხალხის რეალური მტრისთვის, ყალბი ახალი ამბების მედიისთვის" - დაწერა მან და დასძინა - "მოუთმენლად ველი ჩვენს მეორე შეხვედრას, რათა დავიწყოთ განხორციელება ნაწილისა ბევრი განხილული საკითხიდან, მათ შორის ტერორიზმის შეჩერების, ისრაელის უსაფრთხოების, ბირთვული...." და შემდეგ გააგრძელა: "იარაღის გაუვრცელებლობის, კიბერთავდასხმების, უკრაინის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ კორეის და სხვა საკითხების".

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG