Accessibility links

კიევში პატივი მიაგეს ჟურნალისტ პაველ შერემეტის ხსოვნას


პაველ შერემეტის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია კიევში. 2018 წლის 20 ივლისი

დღეს ორი წელი შესრულდა ცნობილი ჟურნალისტის, პაველ შერემეტის მკვლელობიდან. კიევის ცენტრში გაიმართა შერემეტის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია, რომელშიც მონაწილეობდნენ ჟურნალისტები, სამოქალაქო ატივისტები და პოლიტიკოსები. აქციის მონაწილეები პროტესტს გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ უკრაინელ სამართალდამცავებს პაველ შერემეტის მკვლელები დღემდე არ უპოვიათ. ავტომანქანა, რომელსაც 44 წლის ჟურნალისტი მართავდა, 2016 წლის 20 ივლისს, კიევის ცენტრში აფეთქდა. გამოძიების ძირითადი ვერსიით, პაველ შერემეტის მკვლელობის მოტივი მისი პროფესიული საქმიანობაა. დანაშაულის დამკვეთების და შემსრულებლების ვინაობა ამ დრომდე დაუდგენელია.

პაველ შერემეტმა ჟურნალისტის კარიერა ბელორუსიის ტელევიზიაში დაიწყო. 1998-დან 2008 წლამდე მუშაობდა რუსეთის ტელევიზიის პირველი არხის სპეციალურ კორესპონდენტად. 2011 წლიდან შერემეტი კიევში ცხოვრობდა და მუშაობდა „უკრაინსკა პრავდასა“ და რადიოსადგურ „ვესტიში“. პაველ შერემეტს არაერთხელ გაუკრიტიკებია ბელორუსიის, რუსეთისა და უკრაინის პოლიტიკური ლიდერები. შერემეტს 1998 წელს მიენიჭა ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ჯილდო, 2002 წელს კი ეუთოს პრემია „ჟურნალისტიკისა და დემოკრატიისათვის“.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG