Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაცვლილ ტრანსგენდერს ტუბერკულოზის გადამდები ფორმა არ ჰქონია


ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის საავადმყოფოს ფიზიო-პულმინოლოგიური დეპარტამანტის უფროსი, დიმიტრი ცეცხლაძე“ რადიო თავისუფლებასთან“ საუბრში ამბობს, რომ მცდარია ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს გარდაცვლილი ტრანსგენდერისგან „ბაქტერიების გავრცელების საშიშროება არსებობს“და ქალის ცხედარი საშიში შეიძლება იყოს ჭირისუფლისა და სამგლოვიარო ცერემონიალზე მისული ხალხისთვის. მისი განმარტებით, გარდაცვლილი დაავადებული იყო აივ ინფექცია შიდსით და ჰქონდა ტუბერკულიოზის ის ფორმა, რომელიც გადამდები არ არის.

24 წლის გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალის ბებიამ ექსპერტიზის ბიუროდან გასვენების მიზეზად რადიო თავისუფლებას ის დაუსახელა, რომ შვილიშვილს მძიმე დაავადება ჰქონდა, არსებობს „გარდაცვლილისგან ბაქტერიების გავრცელების საშიშროება“ და სახლში სწორედ ამიტომ არ მიასვენებენ. ბებია ამბობს, რომ მას და ტრანსგენდერი ქალის მშობლებს არასდროს უთქვამთ უარი შვილსა და შვილიშვილზე.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის აჭარის რეგიონული დეპარტამენტის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ინფორმაციით, გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალი ბიუროში საავადმყოფოდან 19 ივლისს გადაასვენეს. ამ ეტაპზე, დასრულებულია გვამის გამოკვლევა, სამედიცინო ექსპერტიზისთვის აღებულია საჭირო ლაბორატორიული მასალები, რომლის პასუხიც სავარაუდოდ 45 დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG