Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უსუფაშვილი: მზად ვარ ვიყო პრეზიდენტობის კანდიდატი


დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი „ზომიერად ოპტიმისტურადაა განწყობილი“ პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან პირველი საუბრით, რომელიც მისდამი 5 ივლისს გამოქვეყნებულ მიმართვას მოჰყვა. პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრის შესახებ დავით უსუფაშვილმა 19 ივლისს, საღამოს განაცხადა ტელეკომპანია „კავკასიის“ პირდაპირ ეთერში, დღეს, 20 ივლისს კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ ყველა შეკითხვას პასუხი გაეცემა მომავალი კვირის განმავლობაში.

„ვარ ზომიერად ოპტიმისტურად განწყობილი იმის თაობაზე, რომ ერთად შევძლებთ პოლიტიკური ცხოვრების ასპარეზზე ისეთი გუნდის შემოყვანას, რომელიც ჭირდება საქართველოს. თუმცა, გიორგის ჭირდება კიდევ გარკვეული დრო. ის არის აქტიური განსჯის ფაზაში“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, მის საჯარო მიმართვაში დასმულ აქცენტებს პრეზიდენტი დაეთანხმა, მაგრამ განსჯის ეტაპზეა როდის და როგორ დაინახავს საკუთარ როლს. უსუფაშვილის თქმით, მზად არის იყოს პრეზიდენტობის კანდიდატი, მაგრამ თუ მარგველაშვილი პროცესში ჩაერთვება, მზად არის განიხილონ კანდიდატების, თუ როლების სხვა ვარიანტებიც. „თუ იქნება გიორგი ეს იქნება გაცილებით უეკთესი პროექტი. თუ გიორგი რაიმე მიზეზის გამო გადაწყვეტს, რომ არ მონაწილეობს ამ პროცესში, ჩვენ გავაგრძელებთ საქმეს და მემგონი, წარმატებით შევძლებთ ამოცანის შესრულებას“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მან ხაზი გაუსვა, რომ ცალკე აღებული საპრეზიდენტო არჩევნები ვერ პასუხობს ქვეყნის საჭიროებებს და აუცილებელია საპარლამენტო არჩევნებში წარმატების მომპოვებელი გუნდის შექმნა. უსუფაშვილის თქმით, ის და მარგველაშვილი ამ საკითხში თანხმდებიან. „შენების მოძრაობის“ ლიდერმა საქართველოს პრეზიდენტს 5 ივლისს მიმართა, ერთად აიღონ პასუხისმგებლობა ქვეყანაზე, რომელიც „თავზე გვექცევა.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG