Accessibility links

სარაევოში 60 წყვილი დაქორწინდა ჯგუფურად ისლამური წესით


ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში 60 წყვილი დაქორწინდა ერთად ისლამური წესის მიხედვით. ქორწინების ორგანიზატორების თქმით, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი ისლამური ქორწინება ევროპაში. სარაევოს ისთიქლალის (დამოუკიდებელი) მეჩეთის იმამმა განაცხადა, რომ მასობრივი ქორწინებით სურდათ შეეგულიანებინათ ახალგაზრდები შეექმნათ ოჯახები და თავიდან აეცილებინათ ქორწინების მაღალი ხარჯები. მასობრივი ქორწინება ორგანიზებული იყო ბოსნია-ჰერცეგოვინის ისლამური თემის, გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლების და მათი დაფინასებით მოქმედი არასამთავრობო საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ. ისლამურმა თემმა ახლად დაქორწინებულებს გამოუყო ჩაცმულობის ისლამური ნორმების შესაბამისი კაბები და კოსტიუმები. ამასთან, საქორწინო საჩუქრის სახით მათ დაურიგეს 500-500 (313 ამერიკული დოლარი) ბოსნიური მარკა. ბოსნიის კანონმდებლობა აღიარებს მხოლოდ სამოქალაქო ქორწინებას. შესაბამისად, 60-ივე წყვილმა ჯერ სამოქალაქო წესით იქორწინა და შემდგომ - შარიათის თანახმად.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG