Accessibility links

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა „კანონიერი“ უწოდა ყირიმის ანექსიას


იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი და ულტრამემერჯვენე პარტია „ლიგის“ ლიდერი მატეო სალვინი მიიჩნევს, რომ რუსეთმა კანონიერად მოახდინა ყირიმის ანექსია, ხოლო რევოლუციას უკრაინაში, იტალიელმა პოლიტიკოსმა, უწოდა „ყალბი“. ამის შესახებ ნათქვამია „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში, რომელშიც სალვინიმ კვლავ გაიმეორა, რომ იგი ემხრობა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ევროპული სანქციების გაუექმებას. „მათ ვერ მოიტანეს სარგებელი და, არსებული მონაცემებით, ზიანი მიაყენეს იტალიის ექსპორტს“, - განაცხადა მატეო სალვინიმ. ინტერვიუში „ლიგის“ ლიდერმა უარყო გავრცელებული მოსაზრება, თითქოს მისი პარტია დააფინანსა ვლადიმერ პუტინის „ედინაია როსიამ“.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG