Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელი მნიშვნელოვანს უწოდებს გერმანია-აშშ-ის ურთიერთობებს


გერმანიის კანცლერი ანგელ ამერკელი აცხადებს, რომ იგი იმუშავებს მისი ქვეყნის და აშშ-ის ურთიერთობების განვითარეზე, რომელსაც კანცლერმა უწოდა „ზეწოლის ქვეშ არსებული“, მაგრამ „მნიშვნელოვანი“ ურთიერთობები. აღნიშნული განცხადება ანგელა მერკელმა გააკეთა 20 ივლისს გამართულ დიდ პრესკონფერენციაზე მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბერლინი გააკრიტიკა რუსეთთან ენერგეტიკის საკითხში თანაშომლობისათვის. ტრამპს მხედველობაში ჰქონდა ბალტიის ზღვის ფსკერზე გამავალი, 11 მილიარდი დოლარის ღირებულების გაზასადენი, რომელიც გერმანიას ბუნებრივი აირით მოამარაგებს. „გერმანია რუსეთის ტყვეა, რადგან იგი რუსეთისაგან ღებულობს დიდი რაოდენობით ენერგიას“, - განაცხადა 11 ივლისს ნატოს სამიტის დროს დონალდ ტრამპმა და დასძინა, რომ “გერმანია ტოტალურად კონტროლდება რუსეთისგან“. გერმანიის კანცლერის თქმით, ასეთი ძლიერი ზეწოლის მიუხედავად, ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნია, „ტრანსატლანტიკური სამუშაო ურთიერთობები“, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტთან და იგი განაგრძობს ამ ურთიერთობების განვითარებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG