Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი დიპლომატის თქმით, პუტინმა და ტრამპმა აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოწესრიგებაზე ისაუბრეს


რუსეთის ელჩი აშშ-ში აცხადებს, რომ ჰელსინკიში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტებმა დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა კონკრეტული წინადადებები განიხილეს აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მოწესრიგების თაობაზე. ელჩმა ანატოლი ანტონოვმა 20 ივლისს აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ბლუმბერგის წყაროს ცნობით, პუტინმა ამერიკელ კოლეგას თითქოს შესთავაზა რეფერენდუმის ჩატარება აღმოსავლეთ უკრაინის ორ რეგიონში, რომლებსაც სეპარატისტები აკონტროლებენ. „ეს საკითხი განიხილებოდა“, - თქვა ანტონოვმა, რომელსაც მხედეველობაში ჰქონდა, როგორც ჩანს, თავად კონფლიქტი და არა რეფერენდუმის შეთავაზება. „შეთავაზებული იყო კონკრეტული წინადადება ამ პრობლემის გადასაჭრელად“, - აღნიშნა ანტონოვმა. მაგრამ რუსეთის ელჩს არ დაუკონკრეტებია, ამ წინადადებების არსი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG