Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანამდებობა დატოვა საქართველოს საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილის თანამდებობიდან გაათავისუფლებას მოაწერა ხელი. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მღებრიშვილმა განცხადებით გადადგომის შესახებ პრემიერს დღეს თავად მიმართა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის მოვალეობას ამ ეტაპზე შალვა ხუციშვილი შეასრულებს. გიორგი მღებრიშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად მუშაობდა 2015- 2017 წლებში. 20 ივლისამდე მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი იყო.

XS
SM
MD
LG