Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

14 კაცი დაიღუპა საავიაციო იერიშის დროს ავღანეთში


სულ მცირე 14 კაცი, მათ შორის რამდენიმე ქალი და ბავშვი დაიღუპა ავღანეთისა და აშშ-ის სამხედრო ავიაციის იერიშის შედეგად ავღანეთის ყუნდუზის პროვინციაში. ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად რომელი ქვეყნის ავიაციის მოქმედებამ გამოიწვია მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. ამერიკულმა სარდლობამ განაცხადა, რომ არ აქვთ ინფორმაცია, არის თუ არა მათი ავიაცია მომხდარზე პასუხისმგებელი. სამხედრო თვითმფრინავები მონაწილეობდნენ სახმელთო ძალების ოპერაციის მხარდასაჭერად, რომელიც 19 ივლისს დაიწყო ყუნდუზის პროვინციაში.

XS
SM
MD
LG