Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში დააკავეს პირი, რომელმაც დანით დაჭრა, სულ ცოტა, 14 ადამიანი


გერმანიის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც ავტობუსში დანით დაჭრა, სულ ცოტა, 14 ადამიანი. ოფიციალური პირები არ გამორიცხავენ ტერორიზმს ჩრდილოეთ გერმანიის ქალაქ ლიუბეკში მომხდარი ამ თავდასხმის მოტივად. ცნობების თანახმად, დაჭრილებიდან ორი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ადგილობრივი გაზეთი „ლიუბეკერ ნახრიხტენი“ თავდამსხმელს მოიხსენიებს 30 წელს გადაცილებულ ირანელად, თუმცა ეს ცნობა სხვა წყაროებს ჯერ არ დაუდასტურებიათ.

XS
SM
MD
LG