Accessibility links

 საქართველოს პრეზიდენტმა გააკრიტიკა ექსპერტები ნატოს სამიტის შეფასებისათვის


გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილი გააკრიტიკა ის ქართველი ექსპერტები, რომლებმაც ნატოს განვლილი სამიტის შეფასების დროს განაცხადეს, რომ ქვეყანას ალიანსის უმაღლესი დონის შეხვედრისგან არაფერი მნიშვნელოვანი არ მიუღია. „ ვლადიმერ პუტინისთვის იმდენად მნიშვნელოვანი გზავნილები იყო, რომ ნატო-ს სამიტიდან გავიდა ერთი კვირა და ორჯერ გააკეთა კომენტარი ნატო-ზე და საქართველოზე. რაც პუტინისთვის მნიშვნელოვანია, გავიგე, რომ ქართველი ექსპერტების რადარს ქვემოთ მოხდა, თუმცა რა ნიშნულს და შედეგს მივაღწიეთ ამ სამიტზე, მე მგონი რუსეთის პრეზიდენტის კომენტარებიდანაც ნათელია. მე, ტრამპი, სამწუხაროდ, ვლადიმერ პუტინი, სამიტის შედეგებს მნიშვნელოვნად ვაფასებთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა 20 ივლისს საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას. თუმცა, მარგველაშვილს კონკრეტულად არ დაუსახელებია, თუ რომელი ექსპერტები ჰყავდა მხედველობაში.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG