Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი რუსი პოლიციელი მოკლეს დაღესტანში


პოლიციის ორი თანამშრომელი მოკლეს დაღესტნის კიზილიურტის რაიონში, შეიარაღებული პირების მიერ პატრულზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად. უპირატესად მუსლიმებით დასახლებულ ჩრდილოეთ კავკასიის ამ რესპუბლიკაში, სადაც მოსკოვმა სეპარატისტების წინააღმდეგ ორი საომარი მოქმედება ჩაატარა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, უსაფრთხოების ძალები ხშირად აწყდება ექსტრემისტების წინააღმდეგობას.„ერთი ადგილზევე დაიღუპა, მეორე პოლიციელი კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ“, - განაცხადა ადგილობრივი პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. თავდამსხმელების რაოდენობა უცნობია. თებერვალში შეიარაღებულმა პირმა დაღესტნის ეკლესიაში სროლა ატეხა. ინცინდენტის დროს დაიღუპა ხუთი კაცი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG