Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა შესაძლოა შეაჩეროს ნავთობის ექსპორტი სპარსეთის ყურიდან


ირანის სასულიერო ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ 21 ივლისს მხარი დაუჭირა ქვეყნის პრეზიდენტ ჰასან როჰანის, რომელსაც განზრახული აქვს სხვა ქვეყნების მიერ წარმოებული ადრეული ნავთობის გატარება სპარსეთის ყურის რეგიონში, თუ შეჩერდება ირანის ნავთობის ექსპორტი. ხამენეის ოფიცაილურ საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში ნათქვამია, რომ ეს არის საპასუხო პოლიტიკა, რომელიც ირანისადმი მიდგომამ განაპირობა. თეირანი მკაცრად აკრიტიკებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, რომელიც ითავლისწინებს ვაშინგტონის ცალმხრივად გამოსვლას 2015 წლის საერთაშორისო ხელშკრელეუბიდან და სავაჭრო-ეკონომიკური სანქციების განახლებას ირანის წინააღმდეგ. წარსულში ირანის ხელისუფლება რამდენჯერმე დაიმუქრა ჰორმუზის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სრუტის ჩაკეტვით, აშშ-ის მხირდან განხორციელებული ნებისმიერი მტრული ქმედების შემთხვევაში. თუკი წარმატებით მოხდება 54 კილომეტრის სიგანის ჰორმუზის ყურის ბლოკირება ყველაზე ვიწრო ყელთან, რომელიც ირანსა და ომანს შორის მდებარეობს, მაშინ ნავთობის ექსპორტი შეწყდება ერაყიდან, საუდის არაბეთიდან, ბაჰრეინიდან, კატარიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG