Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამტკიცდა აჭარის ავტონომიის მთავრობის შემადგენლობა


თორნიკე რიჟვაძე
თორნიკე რიჟვაძე

აჭარის უმაღლესმა საბჭომ 21 ივლისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა. 14-მა დეპუტატმა თორნიკე რიჟვაძეს და მის მინისტრთა კაბინეტს მხარი დაუჭირა, ერთი დეპუტატი წინააღმდეგი იყო. 29 წლის თორნიკე რიჟვაძე „საქართველოს განვითარების ფონდის“ დირექტორი, მანამდე კი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიას "ევროპული საქართველოსა" და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები არ ესწრებოდნენ. ამ პოსტზე ექვსმა პოლიტიკური პარტიამ არმაზ ახვლედიანი, ხოლო სახალხო-საზოგადოებრივმა მოძრაობამ გოჩა გუგუნავა დაასახელეს.

XS
SM
MD
LG