Accessibility links

კალაძე არ გამორიცხავს, რომ მათმა კანდიდატმა არჩევნების პირველსავე ტურში გაიმარჯვოს


კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის განიხილავს რამდენიმე სერიოზულ კანდიდატს, რომელმაც შესაძლოა არჩევნების პირველსავე ტურში გაიმარჯვოს. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პარტია კანონით დადგენილ ვადებში მიიღებს. „მსჯელობა მიმდინარეობს, განიხილება რამდენიმე სერიოზული კანდიდატი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა პირველივე ტურში მოიგოს არჩევნები“, - განაცხადა კახა კალაძემ. საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში ოქტომბრის ბოლოს გაიმართება. საკუთარი კანდიდატების უკბე დაასახელეს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ (გრიგოლ ვაშაძე) და „ევროპულმა საქართველომ“ (დავით ბაქრაძე). ჯერჯერობით უცნობია, იყრის თუ არა ხელმეორედ კენჭს საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG