Accessibility links

ლავროვი მოუწოდებს მაიკ პომპეოს ბუტინას გათავისუფლებისაკენ


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმ სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბარში თავის ამერიკელ კოლეგას მაიკ პომპეოს შესჩივლა, რომ რუსეთის მოქალაქე მარია ბუტინა „შეთითხნილი ბრალდეით“ არის დაკავებული. ამის თობაზე ინფორმაცია გამოქვეყნებულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე, რომელშიც ნათქვამია, რომ სერგეი ლავროვმა საუბარში მოითხოვა ბუტინას სასწრაფო გათავისუფლება. 29 წლის მარია ბუტინას, ეჭვმიტანილია რუსეთის ფარულ აგენტად საქმიანობისას ამერიკელ პოლიტიკოსებთან და პოლიტიკურ ორგანიზაციებთან კავშირის დამყარებაში. „დიდ ჟიურიდ“ წოდებულმა კოლეგიამ 17 ივლისს ბუტინას წაუყენა შეთქმულებისა და რუსეთის მთავრობის აგენტობის ბრალდებები. რუსი ოფიციალური პირები გმობენ მის სამართლებრივ დევნას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG